ნიკა გვარამია – რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს! – არ ვაპირებ მასხარაობას, არ მივედი სრულიად შეგნებულად

ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას – მე რატომ უნდა მადარდებდეს ს მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს! , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა მ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურის კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდგომ გვარამიამ განმარტა, ის კომისიაზე შეგნებულად არ მივიდა.
“ტრადიციულად იყო კითხვები, “მიიღეთ თუ არა გამოძახება” და ა.შ. არ ვაპირებ მასხარაობას, ყველაფერი მივიღე და არ მივედი სრულიად შეგნებულად, რადგანაც ეს პარლამენტი და ს შედეგები ლეგიტიმურად არ მიმაჩნია არამარტო მე, არამედ დანარჩენ სამყაროს, იმ ქვეყნების გარდა, რომელსაც აღიარებული აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ს ე.წ. დამოუკიდებლობა, ასევე, ტერორისტულ ორგანიზაციებს. შესაბამისად, მე არ ვაპირებ გამონაკლისი ვიყო და ისტორიის ბნელ მხარეს ვიდგე. ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას. მაგალითად, თქვენ (ჟურნალისტებმა) ყველამ ერთად რომ გამოაცხადოთ რაღაც საგამოძიებო კომისია და თქვენგან მომივიდეს ხელმოწერილი დოკუმენტი, გამოცხადდი და მომეცი ჩვენებაო, ზუსტად იგივე ტიპის დოკუმენტია ეს. ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მასში არ არიან კონსტიტუციით დადგენილი პირები ანუ ოპოზიციის წარმომადგენლები, ამიტომ მე საერთოდ არც მაინტერესებს ასეთი მოწერილობები”, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით